კვიპროსელი ბერძნები არასოდეს დასთანხმდებიან წინადადებას, რომელიც პრობლემის დარეგულირების გზად ამ კუნძულზე ორი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, - ეს განცხადება კვიპროსის პრეზიდენტმა დიმიტრის ხრისტოფიასმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან გულწრფელი შეფასება მისცა გაეროს ეგიდით 2008 წლის სექტემბრიდან მიმდინარე დარეგულირებისკენ მიმართულ პირდაპირ მოლაპარაკებებზე არსებულ სიტუაციას.
ისაუბრა რა აღნიშნული პრობლემის დარეგულირების პერსპექტივებზე ხრისტოფიასმა აღნიშნა: "ეს რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული, ვიტყოდი, რომ პერსპექტივები ძალიან კარგია. მაგრამ ყოველივე ეს დამოკიდებულია დერვიშ ეროგლუზე (კვიპროსელი თურქების ლიდერი) და თურქეთზე. მისი ხისტი პოზიციის გათვალისწინებით საკუთრების პრობლემასთან მიმართებაში მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხში შედის. საერთაშორისო საზოგადოებამ მას უნდა ჰკითხოს: სურს თუ არა მას მოლაპარაკებების ჩიხში მოქცევა და გეგმავს თუ არა ის თურქეთთან ერთად მიაღწიოს მეორე სახელმწიფოს აღიარებას კვიპროსზე?", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან ერთად კვიპროსის პრეზიდენტმა აღიარა ასევე ის, რომ ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი დარეგულირების გზებთან მიმართებაში ერთსულოვნება არ არის. მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთს კვიპროსელი ბერძნების მხარდაჭერისათვის, მან აღნიშნა, რომ ათენსა და ნიკოსიას შორის ერთიანობაა, თუმცა მისივე თქმით, ერთიანობა ასევე საჭიროა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის.