13 მარტიდან ისრაელმა უკრაინიდან ლტოლვილების მიღება შეაჩერა. იტყობინება უკრაინული გამოცემა Unian-ი პრეზდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრე ერმაკის განცხადებაზე დაყრდნობით.
ერმაკის თქმით, ისრაელის ეს გადაწყვეტილება უკრაინაში გაკვირვებას იწვევს.
ერმაკმა მადლობა გადაუხადა ისრაელს იმ ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ის დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას მძიმე ომისა და მისი პირველი შედეგების დაძლევაში, მაგრამ "გადაწყვეტილება ლტოლვილების შეწყვეტის შესახებ, მოულოდნელია".
"ნება მომეცით, შევახსენო ყველა ჩვენს პარტნიორს: თქვენმა ხალხებმა დიდი ხანია და ნათლად აჩვენეს და თქვეს, რა უნდა გააკეთოთ. ნახეთ და მოუსმინეთ თქვენს ამომრჩეველს. მათ გააკეთეს არჩევანი. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ისინი ჩვენთან არიან. და თქვენ?" - აცხადებს ერმაკი.
გაეროს ინფორმაციით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.