ესპანეთმა ბარსელონაში დროებით დააკავა რუსი ოლიგარქის 140 მლნ დოლარის ღირებულების იახტა.
85 მეტრის სიგრძის სუპერიახტა Valerie ეკუთვნის "კგბ"-ს ყოფილ ოფიცერსა და "როსტეხის" ხელმღვანელს სერგეი ჩემეზოვს. ინფორმაციას Reuters ორ წყაროსა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ტელერახ La Sexta, Marine Traffic-ის ეთერში გააკეთა.
იახტა ჩემეზოვის გერის ანასტასია იგნატოვას სახელზეა რეგისტრირებული.
Marine Traffic-ის ინფორმაციით, იახტა ბარსელონაში 9 თებერვლის შემდეგ იმყოფებოდა.