უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, 14 მარტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, წელს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს.
სამხედრო მანევრები, სახელწოდებით Cold Response, რომელიც ნორვეგაში ჩატარდება, პირველ აპრილამდე გასტანს. მასში 27 ქვეყნის 30 000 სამხედრო, 200 თვითმფრინავი და 50 ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო წვრთნები წყალზე, ჰაერსა და ხმელეთზე გაიმართება, ნორვეგიის თავდაცვის რთულ კლიმატურ პირობებში გამოსაცდელად.
წვრთნები რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მიმდინარეობს. მანევრები უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.
ნატოს ცნობით, ალიანსმა რუსეთს დეტალურად აცნობა დაგეგმილი მანევრების შესახებ და მიიწვია მათი დამკვირვებლები, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა.
Cold Response წვრთნებში ასევე მონაწილეობენ ნატოს ახლო პარტნიორები შვედეთი და ფინეთი. გერმანიიდან მანევრებში მონაწილეობს ბუნდესვერის ხომალდი ბერლინი 200-კაციანი ეკიპაჟით.