აფრიკის მოსახლეობის რაოდენობამ 1 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ამის შედეგად, აფრიკა უკვე გახდა მსოფლიოს რიგით მესამე რეგიონი ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ, რომლის მოსახლეობის რაოდენობამ 1 მილიარდ ადამიანს მოაღწია. გავრცელებული ინფორმაციით ეს ციფრო 2050 წლისათვის შესაძლოა გაორმაგდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "გარდიანი" გაეროს კვლევებზე დაყრდნობით დღეს აქვეყნებს.
ექსპერტების მონაცემებით, 2050 წლისათვის აფრიკის ქალაქების მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 1,3 მილიარდი ადამიანი შეადგინოს, მაშინ როდესაც 1950 წელს აფრიკის ქალაქებში მაცხოვრებელ ადამიანთა რაოდენობა 500 ათას ადამიანზე ნაკლები იყო.