რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.
პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს შეწყვიტოს "ხოცვა-ჟლეტა" უკრაინაში და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქალაქები "სასაფლაოებად გადაქცევის" რისკის ქვეშ არიან.
მისი თქმით, "ეს მიუღებელი შეიარაღებული აგრესია" უკრაინის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
"ღვთის სახელით, შესმენილ იქნეს ტანჯული ხალხის ღაღადი და შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები", - თქვა რომის პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე.
"ღვთის სახელით გთხოვთ, შეაჩერე ეს ხოცვა-ჟლეტა".
"ღმერთი მხოლოდ მშვიდობის ღმერთია და არა ომისა, ვინც ძალადობას უჭერს მხარს, შეურაცხყოფს მის სახელს".
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, ბავშვთა საავადმყოფოების და სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა ბარბაროსულია და არავითარ სტრატეგიული მიზანი არ გააჩნია.