ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს. ამის შესახებ სტარუხი Facebook-ზე წერს.
"ომის დანაშაულები სისტემური ხდება. გაიტაცეს დნიპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი", - წერს სტარუხი.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ასვევ გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი. ამ დროდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფედოროვის გატაცება ომის დანაშაული უწოდა.
12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფიოდორივს აწამებენ რათა ოკუპანტების მხარდასაჭერი ვიდეო ჩაწერონ.
მელიტოპოლის ასობით მცხოვრებმა მერის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მოაწყვეს.