რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე არ განახლდება ვაჭრობა 14-დან 18 მარტამდე.
ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობა მოსკოვის ბირჟის სავალუტო ბაზარზე, ფულის ბაზარზე, 14 მარტის 10:00 საათზე გაიხსნება.
რაც შეეხება საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას 21 მარტის კვირაში, ცენტრალური ბანკი ამობს, რომ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა 28 თებერვლიდან არ განხორციელებულა.
ბირჟა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიხურა, რადგან შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა დააწესეს სანქციების, რამაც რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად გააუფასურა.