ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ამ ომს არ დაიჯერებს, ვიდრე ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც თავად ზის, - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დასავლეთი უკრაინის ცის დახურვის საკითხს ბოლო წუთებამდე გააჭიანურებს.
"მანამდე ცას არავინ დახურავს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. რა თქმა უნდა, ამას არავის ვუსურვებ და ჩვენ ეს არ გვინდა. არ გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ, მთელმა ევროპამ იგრძნოს ის ტკივილი, რასაც განვიცდით“, - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა დახურონ ცა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების საშუალებით, რომელიც შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ.
"არსებობს ცის დახურვის რამდენიმე ვარიანტი. კონკრეტულად, შესაძლებელია უკრაინაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გამოგზავნა. უკრაინამ მოძებნა რამდენიმე ქვეყანა", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის აღნიშნული სამხედრო ტექნიკის ფასი გადაიხადოს. "ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთისთვის რთულია მისი გადმოცემა, ამიტომ მზად ვართ ვიყიდოთ. შეგვიძლია ავიღოთ კრედიტი და მაშინვე გადავიხადოთ", - განმარტა ზელენსკიმ.
ანალოგიური სიტუაციაა სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებითაც.
"მზად ვართ ტრანსპორტირებისათვის. მზად ვართ ჩამოვიყვანოთ, ჩვენ მოვილაპარაკეთ ქვეყნებთან, რომელთა გავლითაც მათი ჩამოყვანა შეუძლებელია, მაგრამ შევთანხმდით, როგორ ავუაროთ მათ გვერდი, ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, რომ მოგვეძებნა ცის დახურვის ალტერნატივა. ამისთვის ყველა მზად არის, მაგრამ არა ისინი, ვინც ამ საკითხებს წყევტს", - აღნიშნა ზელენსკიმ.