ომის დაწყებიდან, უკრაინამ დაახლოებით 1 300 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ დაახლოებით 1300 სამხედრო დაგვეღუპა, რუსეთს კი 12 ათასზე მეტი. მე არ მიხარია, რომ მათ 12 ათასი დაეღუპათ. ეს არ არის ჩემებური ხედვა მშვიდობაზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს ომში თავისი ადამიანური დანაკარგის (სამხედრო პერსონალის) თაობაზე ინფორმაცია აქამდე არ გაუმჟღავნებია.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის წინაღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა უკვე დაკარგა 362 ტანკი და 1 200-ზე მეტი ჯავშანმანქანა.