რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა" რუსეთის ტერიტორიაზე Instagram-ი დაბლოკა.
"როსკომნადზორის" მტკიცებით, Instagram-ზე ვრცელდება პუბლიკაციები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდებით.
"როსკომნადზორმა" რუსეთში Facebook-ი და Twitter-ი ჯერ კიდევ 4 მარტს დაბლოკა.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ, სასამართლოს სოციალური მედიის გიგანტი კომპანიის Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.
Meta ფლობს Facebook-ს, Instagram-სა და Whatsapp-ს.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Meta-ს თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე - "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ მკვლელობისა და ძალადობის უკანონო მოწოდებებთან დაკავშირებით".
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის ახალი რეპრესიები უკავშირდება Meta-ს მიერ, ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, Facebook-სა და Instagram-ზე რუსი სამხედროების, პუტინისა და ლუკაშენკას მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება დროებით ნებადართული გახდა.