ზოგიერთ ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, რუსებისა და რუსი სამხედროების მიმართ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებების განთავსების საშუალება დროებით მიეცემა.
ასევე დაშვებული იქნება პოსტები, რომლებიც შეიცავს ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ სიკვდილის მოწოდებებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს Meta-ს სპიკერის ენდი სტოუნის განცხადებაზე დაყრდნობით.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს აკრძალვას ძალადობის წაქეზების შესახებ", - თქვა მან. ფრაზის, პოსტებისა და კომენტარების მაგალითად, რომლებიც აღარ წაიშლება, სტოუნმა მოიყვანა სლოგანი "სიკვდილი რუს დამპყრობლებს".
ამასთან, Meta არ დაუშვებს აგრესიულ გამონათქვამებს რუსი სამხედრო ტყვეებისა და რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აღიარებენ.
პოლიტიკის დროებითი ცვლილება შეეხება საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.