რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო ომის დაწყებიდან პირველად დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქებზე ოთხი ავიაიერიში მიიტანეს. ლუცკიში ერთი აფეთქება მოხდა აეროდრომის სიახლოვეს. თავდასხმას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 6 დაიჭრა.
დნიპროში ერთი ჭურვი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა. მტერმა ავიადარტყმა მიაყენა ფეხსაცმლის ფაბრიკასაც, სადაც ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.