ევროკავშირის ლიდერები პარიზში, ვერსალში იკრიბებიან, სადაც არაფორმალურ სამიტზე განიხილავენ, თუ როგორ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე და გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის.
"ამ სამიტზე ჩვენ განვიხილავთ ევროპულ თავდაცვას ძლიერი შესაძლებლობებით. გადავხედავთ ენერგიტკულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ რუსული საწვავზე დამოკიდებულებისგან და ამისთვის გვჭირდება მასიური ინვესტიციები განახლებად ენერგიებში. ეს ასევე არის სტრატეგიული ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევს.
"ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ უკრაინაზე, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილზე. ჩვენ გვინდა თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინა, რომელთანაც საერთო ბედი გვექნება", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მედიის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ვერსალში გამართულ არაფორმალურ სამიტზე აპირებენ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება.
იმავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ლიდერებისგან კონკრეტულ სიგნალს ელოდება.