უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში არსებული რუსეთისა და მისი რეზიდენტების ქონების იძულებითი კონფისკაციის შესახებ, რომლის პროექტიც უმაღლესმა რადამ 3 მარტს დაამტკიცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, რუსული ქონების იძულებითი კონფისკაცია ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე განხორცილდება.
ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მიიღებს მთავრობის მოთხოვნით.
კანონპროექტი ინიცირებული იყო რადას ყველა სადეპუტატო ფრაქციისა და ჯგუფის მიერ, გარდა ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“.