შეერთებული შტატები პოლონეთს Patriot-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემის ორ დანადგარს უგზავნის. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის სპიკერმა ადამ მილერმა განაცხადა.
"ეს არის გონივრული თავდაცვითი ზომა, რომელიც ამყარებს წესდების მეხუთე მუხლისადმი ჩვენს ერთგულებას და არ უჭერს მხარს შეტევით ოპერაციებს. ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართულია აგრესიის შეკავებისკენ", – ნათქვამია განცხადებაში.