McDonald's-ის განცხადებით, დროებით დახურავს ყველა რესტორანს და შეაჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში.
სწრაფი კვების ქსელი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. McDonald's-ს რუსეთში დაახლოებით 850 რესტორანი აქვს, სადაც 62 000-მდე თანამშრომელითა დასაქმებული.
გავრცელებულ განცხადებაში, McDonald's-ის აღმასრულებელი დირექტორი კრის კემპკინსკი ამბობს, კონფლიქტმა "გამოუსწორებელი ტანჯვა მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს" და კომპანია უერთდება დანარჩენ მსოფლიოს "აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში".
"ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, არ შეგვიძლია ამ უაზრო ტანჯვის უგულვებელყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, McDonald's-ი გააგრძელებს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდას.