"კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ, ბოიკოტი გამოუცხადონ, როგორც ქვეყანაში პროდუქციის იმპორტს, ასევე რუსული პროდუქტების ექსპორტს, მათ შორის, ნავთობს.
"კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? ჩვენ გადაწყვეტილებას ველით - ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ, მოგვეცით თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც საჭირო ძალას მოგვცემდა. ეს დახმარებაა, მსოფლიომ არამხოლოდ უკრაინას უნდა გაუწიოს, არამედ საკუთარ თავსაც. რათა დავამტკიცოთ, რომ ადამიანობა მალე გაიმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.