კორპორაცია PVH Corp.-მა, რომელიც ფლობს მოდის ბრენდებს Tommy Hilfiger-სა და Calvin Klein-ს, განაცხადა, რომ 7 მარტიდან დროებით დახურავს ყველა მაღაზიას რუსეთსა და ბელარუსში.
მანამდე, კორპორაციამ, 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, შეაჩერა რუსეთში თავისი ბრენდების ონლაინ მაღაზიების მუშაობა.