"უკრაინაში კონფლიქტის საბაბით, ნატო შეეცდება თავისი რიგებში ახალი ქვეყნები მოიზიდოს", - ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინისთვის მეტი დახმარების გაწევის თაობაზე.
"გაკვირვებას იწვევს ასევე ნატო-ს "სურვილი" დაეხმაროს ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს უკრაინაში ვითარების ფონზე, რომელიც მათი თქმით, შესაძლოა, ამ ქვეყნებშიც გავრცელდეს... ცხადია, რომ ნატო გამოიყენებს "უკრაინაში ომს" საბაბად თავის რიგებში ახალი და ახალი ქვეყნების შესათრევად. ალიანსის მუშაობა თავისი გავლენების სფეროს გასაფართოებლად, გრძელდება", - განაცხადა ზახაროვამ.