ბათუმში სადისკუსიო კლუბის პრესკაფეს პრეზენტაცია გაიმართება.
კაფეში გაიმართება დისკუსიები და დებატები სხვადასხვა თემაზე. სადისკუსიო კლუბი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: გაიმართება გამოფენები; ახალი წიგნების პრეზენტაციები; ლიტერატურული საღამოები; მოეწყობა ფილმების ჩვენება და განხილვა; ჩატარდება საჯარო ლექციები. დილიდან გვიან საღამომდე იმუშავებს სამზარეულო. შესვლა თავისუფალი იქნება.
27 ნოემბერს გაიმართება საჯარო შეხვედრები. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანსუა მასულიე ისაუბრებს თემაზე - "ევროკავშირი და საქართველო". საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობის პროგრამის მენეჯერი ოლივერ რაისნერი, წაიკითხავს ლექციას "სამოქალაქო საზოგადოება".
შეხვედრის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი ზვიად ზვიად ქორიძე.
ღონისძიება 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები