უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მიმართა გადასცენ სამხედრო თვითმფრინავები რუსი აგრესორების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ თქვენ არ გაქვთ ძალა, გამბედაობა, დახუროთ საჰაერო სივრცე [უკრაინის], მომეცით თვითმფრინავები, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ღმერთმა ნუ ქნას, შემდეგ იქნებიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი. ასე ისინი მივლენ ბერლინის კედლამდე", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის მიერ დასახელებული ქვყენების უმეტესობა ნატოს წევრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი შეიჭრება ერთ-ერთ ქვეყანაში, მოუწევს ომი ალიანსთან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატოს- ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დროინდელი თვითმფრინავებია, უკრაინა არ ითხოვს ახალ, ძვირფას თვითმფრინავებს. "შეიძლება ასეთი თვითმფრინავები მივიღოთ, რათა პასუხი გავცეთ ჩვენს მიწაზე ყველა დანადგარს, სიადანაც ისინი გვესვრიან", - თქვა ზელენსკიმ.
"მადლობას ვუხდი იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ, იარაღს გვაწვდიან. მაგრამ ეს დაგვიანებული იყო. ის დრო, როდესაც ჩვენ ვითხოვდით, ის დრო ათასობით უკრაინელის სოცოცხლის ფასად დაჯდა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას 70-მდე სამხედრო თვითმფრინავს მიაწვდიდა. ჯერჯერობით ეს საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია და უცნობია როდის განხორციელდება.