ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის გმირების სახელი მიენიჭება.
ამის შესახებ ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი ფეისბუქზე წერს.
„რუსეთი საელჩო, მოემზადე სავიზიტო ბარათების შეცვლისთვის: უკრაინის გმირების ქუჩა - 2“, - წერს ის.
„ამიერიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა პატივი უნდა მიაგონ უკრაინელ გმირებს. და ის, ვინც წერილს გაგზავნის საელჩოში, მოუწევს დაფიქრდეს რუსული აგრესიის მსხვერპლებზე, უკრაინელ გმირებზე“, - წერს შიმაშიუსი.
ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ ლიეტუვის ფოსტა არ გაგზავნის წერილებს, თუ მისამართი არასწორად იქნება მითითებული.