რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები, მიანიშნებს იმაზე, რომ ოკუპანტებმა ღირებულს ვერაფერს მიაღწიეს ჩვენს მიწაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა.
"სრულმასშტაბიანი ომის პირველი საათები და დღეები იყო ნამდვილად ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ვიყავით ძლიერები და ამიტომ გავუძელით. მომავალშიც ასე იქნება, მომავალშიც გავუძლებთ. ვდგავართ ისე მედგრად, რომ ოკუპანტები იძულებულები არიან ტაქტიკა შეცვალონ. სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მიანიშნებს იმაზე, რომ ღირებულს ვერაფერს მიაღწიეს ჩვენს მიწაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ყველა ხაზი შენარჩუნებულია, არც ერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს არ აქვს წარმატება.
"ისინი დათრგუნულები, განწირულები არიან. კიევმა გაუძლო ამ ღამეს და მორიგ სარაკეტო დარტყმებს. იმუშავა ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ. ხერსონი, იზიუმი - ყველა დანარჩენი ქლაქი, რომელსაც ოკუპანტი ჰაერიდან ბომბავს, დგას ძლიერად. არაფერს დავთმობთ, ჩერნიგოვი, სუმი, ნიკოლაევი თავს მედგარდ იცავენ. ოდესა, მათ სურთ ჩვენი ოდესის დანგრევა. მაგრამ ნახავენ მხოლოდ შავი ზღვის ფსკერს, იმიტომ რომ რუსეთი არის ფსკერი", - განაცხადა ზელენსკიმ.