უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ცდილობს თავისი ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების შენარჩუნებას, რადგან ხვდება, რომ "იოლი გასეირნება" არ გამოუვიდა.
"ის ცდილობს გაექცეს პირდაპირ შეტაკებებს არა მხოლოდ უკრაინულ ჯართან, არამედ მოსახლეობასთან, რომელიც მათი კოლონების გადაადგილებას ბლოკავს. უკრაინის ტერიტორიაზე აღარ მოქმედებს რუსული პროპაგანდა და "განმათავისუფლებლები" აცნობიერებენ, რომ აქ მათ არავინ ელოდა", - აღნიშნავენ გენშტაბში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვოლინსკის მიმართულებით მოწინააღმდგემ დაკარგა ინიციატივა და აქტიური მოქმედებები შეწყვიტა.
პოლესის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აგრძელებენ გადაადგილებას მაკაროვი-რუსილოვი-ფასტოვის და ძალების ნაწილით კიევის მიმართულებით.
ჟიტომირის მიმართულებით ცდილობს განალაგოს მოწინავე ქვედანაყოფები გორენიჩის, შპიტკისა და პეტრუშკის დასახლებულ პუნქტებში.
ჩრდილოეთის მიმართულებით მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა და უკრაინული ძალების მიერ შეჩერებულია ბოგოდუხოვის, ჩუგუევისა და შევჩენკოვოს მისადგომებთან.
ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერი გააჩერეს ჩერნიგოვოს მიმართულებით.
სამხრეთის მიმართულებით ოკუპანტი ცდილობს იერიშის გაგრძელებას ზაპოროჟიეს და მარიუპოლის მიმართულებით.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის ზონაში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მზადებას საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად. უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე (ოდესის რაიონში) შეინიშნება ხომალდების გადაადგილება.
ფოტო: Unian