უკრაინის შეიაღარებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. შტაბის განცხადებით, მტერი დიდი დანაკარგების ფასად ყველა მიმართულებით ახორციელებს დარტყმებს.
"მეშვიდე დღეა გრძელდება უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგე მუხანათურად ბომბავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომელიც გმირულად იბრძვის უკრაინის შეიარაღებელი ძალების გვედით, ოკუპანტებს ყველა მიმართულებით აქვთ უდიდესი დანაკარგი", - ნათქვამია გენშტაბის განცახდებაში.
მისი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის დანაყოფები 13 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის გამოყენებით იერიშს აგრძელებს გორენიჩის, გოსტემელისა და დემიდოვის წინააღმდეგ, კიევის მიმართულებით, რათა დედაქალაქი ჩრდილოეთის მხრიდან დაბლოკოს.
ასევე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად ოკუპანტები აგრელებენ იერიშს კიევის წინააღმდეგ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მათი შეჩერება კოზოლეცისა, ბობროვიცისა და მაკეევის დასახლებულ პუნქტებში.
გენერალური შტაბის ცნობებში ასევე აღნიშნულია, რომ მტრის ჯარებს ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის ძალებით წარუმატებელი მცდელობები ჰქონდათ უკრაინის ქალაქების: სუმის, ლებედინისა და ახტირკას ალყაში მოსაქცევად. 16 ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორი აგრძელებს შეტევით ოპერაციას კრასნოგრადის მიმართულებით და ოთხ ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორის გამოყენებით ხდება შეტევა იზიუმის მიმართულებით.
„ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკრაინულმა ძალებმა ისინი შეაჩერეს ბოგოდუხოვის, ჩუგუევის, შევჩენკოვოს დასახლებებთან. დონეცკის მიმართულებით წარუმატებლობის გამო, აგრესორმა ძლისხმევა გადაიტანა ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებაზე. ტავრიჩესკის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციას სკადოვსკის, გოლაია პრისტანის, ხერსონის, სნიგირევკას, ნოვაია კახოვკას დასახლებებზე. გადაჯგუფების შემდეგ ის აგრძელებს მოძრაობას ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით. ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი მოქმედებს ვასილიევკას, კრასნოიე პოლეს, ნოვოპეტროვკას რაიონებში. შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტერი ათავსებს საზღვაო დაჯგუფებას და აგრძელებს მზადებას საზღვაო დესანტირებისთვის", - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.