რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ. განკარგულებას, რომელიც დღეიდან შედის ძალაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუბლის რეკორდული გაუფასურება გამოიწვია.
ამასთან, პუტინის განკარგულება უკრძალავს რუსეთის რეზიდენტებს "არამეგობრული ქვეყნებიდან" და მათ მიერ კონტროლირებად სტრუქტურებს, უცხოური ინვესტიციების მაკონტროლებელი სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლში კრედიტის აღებას.