გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG-მა გაბანკროტების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ SRF-თან ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელმა სილვია ტალმან-გუტმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა 106 თანამშრომელი აშშ-ის სანქციების გამო.
Nord Stream 2 AG-მა, რომელიც რეგისტრირებულია შვეიცარიაში და ეკუთვნის რუსულ კომპანია "გაზპრომს", 2021 წელს დაასრულა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა. პროექტი 11 მლრდ დოლარის ღირებულების იყო და რუსეთიდან გერმანიაში გაზის გადაგზავნის სიმძლავრე უნდა გაეორმაგებინა.
1230 კმ-ის სიგრძის გაზსადენი სერტიფიცირებას ელოდებოდა გერმანიაში, რომელმაც გასულ კვირას უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ეს პროცესი გააჩერა.