უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ კიევის სატელევიზიო ანძას.
Suspilne-ის ცნობით, ჭურვი სატელევიზიო ანძაზე მაუწყებლის საკონტროლო ოთახში მოხვდა. დროებითი პრობლემებია ტელემაუწყებლობასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ჩაირთვება სარეზერვო მაუწყებლობა.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
