უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციისგან ყველა ჯარის გაყვანას ითხოვს უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ტელეკომპანია Current Time-ის ეთერში განაცხადა.
ჩვენი პირობები ნათელია. ახლა კონკრეტულს ვერ ვიტყვით, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა და რუსული ჯარის გაყვანა. ჩვენ ასევე, ვსაუბრობთ დონბასზე და ყირიმზე. ჯარის გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან! ჩვენ მაინც დავმარხავთ ყველას, ასე რომ, სჯობს, ნებაყოფლობით წავიდე", - განაცხადა მან.