პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი, - მის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
„პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი ჩვენთვის. ჩვენ გაშლილი ხელებით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.