რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის განცხადებით, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მმართველობა კლუბის საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს გადასცა.
აბრამოვიჩის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის კლუბის ინტერესების გათვალისწინებით იყო განპირობებული.
"ჩელსის" თითქმის 20-წლიანი მფლობელობის პერიოდში საკუთარ თავს კლუბის მეურვედ მივიჩნევდი. ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მე კვლავაც ამ ღირებულებების ერთგული ვარ. სწორედ ამიტომაც, დღეს "ჩელსის" მმართველობას გადავცემ კლუბის საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს. მიმაჩნია, რომ ამჟამად ისინი ყველაზე კარგად იზრუნებენ კლუბის, მოთამაშეების, თანამშრომლების და ფანების ინტერესებზე", - ნათქვამია აბრამოვიჩის განცხადებაში.