ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ყურმან ბეკ ბაკიევს ბიშკეკის ცენტრში 7 აპრილს მიმდინარე მოვლენების გამო მასობრივ მკვლეობებში ედება ბრალი. ეს განცხადება დღეს ყირგიზეთის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა გააკეთა სასამართლო პროცესზე, რომელიც ბიშკეკის ცენტრში 7 აპრილს მიმდნარე მოვლენებს ეხებოდა.
"ბაკიევს, მისი დაცვის მეთაურს, მის უმცროს ძმას ჟანიბეკ ბაკიევს, ყოფილ პრემიერ მინისტრს დანიარ უსენოვს და სპეცსამსახურების ყოფილ მეთაურს მურატ სუტალინოვს წაყენებული აქვს ბრალი, მუხლით, "ორი და მეტი ადამიანის მკვლელობა, მათ შორის არასრულწლოვნების მეთოდით, რომელიც სახიფათოა მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის, განსაკუთრებული სისასტიკით, ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით".
მათ ასევე წაყენებული აქვთ ბრალი "თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში", - განაცხადა დღეს სასამართლო ბრალდების წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის მეთაურს და მისი გარემოცვის წევრებს ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს, ვინაიდნა მათ ყირგიზეის ტერიტორია ამ ქვეყანაში მომხდარი ხელისუფლების ცვლილების გამო მიმდნარე წლის აპრილში დატოვეს.