პაკისტანის ხელისუფლებამ ამერიკას იმ პროვინციებზე, სადაც ალ-ქაიდას ლიდერები იმალებიან, ავიადარტყმების განხორცილება აუკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარტასი" პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ აბდულ ბასიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ოფიციალური ისლამაბადი არასდროს დაუშვებს, რომ აშშ-მ პაკისტანის ტერიტორია დაბომბოს", - აღნიშნა პაკისტანელმა დიპლომატმა.
არსებული ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია ითხოვს პაკისტანის ხელისუფლებისგან, რომ ნება დართონ ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავ-მზვერავებს პროვინცია ბელუდჯისტანის ზოგიერთ რაიონზე, მათ შორის ქალაქ კვეტეზე ავიაიერიშის განახორციელებაზე, სადაც თალიბანების ერთ-ერთი მმართველი ორგანო ე.წ. "კვეტელი შურა" მოქმედებს, რის გამოც პროვინციის ტერიტორიაზე ალ-ქაიდას ბევრი ლიდერები იმყოფება.
შეგახსნებთ, რომ ბოლო დროს ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში და ავღანეთის საზღვართან სამხრეთ და ჩრდილოეთ რაიონებში, ე.წ. "ტომთა ზონაში" მხოლოდ სექტემბრის თვეში 47 რეიდი ჩაატარეს.