ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეას საარტილერიო დარტყმა მიაყენა.
როგორც ოფიციალური სეული იუწყება, ორ ქვეყანას შორის მყოფი სასაზღვრო კუნძულებიდან ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეას დაახლოებით 200 საარტილერიო ჭურვით მიაყენა დარტყმა.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც მათი ჯარი საბრძოლო მდგომარეობაში ჩააყენა.
ჩრდილოეთ კორეას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. დარტყმის შედეგად სამი სამხედრო და 4 სამოქალაქო პირი დაშავდა.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 1953 წლის ზავის შემდეგ, ეს ყველაზე სერიოზული შეტაკებაა, ეს ფაქტი კი ძლიერ რეგიონალურ დაძაბულობას გამოიწვევს.