კამბოჯის პატარა კუნძულზე წყლის ფესტივალის ბოლო დღეს 345 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ BBჩ იუწყება. დაახლოებით 391 ადამიანი კი დაჭრილია.
თვითმხილველთა თქმით, კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ერთ-ერთ ხიდზე მომხდარი არეულობა გახდა.
კამბოჯის პრემიერ მინისტრმა ფაქტის სასწრაფო გამოძიების განკარგულება გასცა.
როგორც ცნობილია, ფესტივალს დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ესწრებოდა.
ეს ფესტივალი ყოველ წელიწადს იმართება სამი დღის განმავლობაში.