ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, კიევიდან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაყვანის გეგმებზე მსჯელობდნენ. იუწყება ტელეარხი NBC News-ი.
ტელეარხი წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ გეგმის თანახმად,ზელენსკი ლვოვში, პოლონეთის საზღვრიდან 80 კმ-ში უნდა გადავიდეს.
აშშ-მა კიევში საელჩოდან თანამშრომლების უმეტესობა ლვოვში 12 თებერვალს გადაიყვანა, სადაც დიპლომატიური მისია უსაფრთხოებიდან გამომდინარე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს.
NBC News-ის ცნობით, უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
NBC News-ის ინფორმაციით, ზელენსკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს არ უსაუბრიათ ზელენსკის ლვოვში გადასვლის გეგმების შესახებ. როგორც მან განაცხადა, მისთვის უცნობია, იყო თუ არა მსგავსი საუბარი აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შედარებით დაბალ დონეზე.