ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა აღიარა, რომ რუსული გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" "ნაბუკოს" პოტენციური კონკურენტია.
ბრიუსელში, ევროკავშირსა და რუსეთს შორის "ენერგეტიკული დიალოგის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკომისარმა განაცხადა, "ნაბუკო" გაუწევს კონკურენციას "სამხეთის ნაკადს", რადგანაც პროექტი ითვალისწინებს, კასპიიდან ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანსპოტირებას, რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საშუალებით.
"ნაბუკოს" გაზსადენის სიგრძე 3,3 ათასი კილომეტრითაა განსაზღვრული, საიდანაც ბაქო-თბილისი-ერზერულის მონაკვეთი უკვე აშენებულია. გაზსადენით ყოველწლიურად 20-30 მლრდ კუბ/მ გაზის გატარება იგეგმება და პროექტის საერთო ღირებულება 7,9 მლრდ ევროა.
როგორც ეტინგერმა განაცხადა, ევროკომისია იძულებულია ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიცირბაზე იზრუნოს.
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა მომავლ წლებში გაიზრდება.