ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ალი და ნინოს“ სკულპტურის რეაბილიტაცია დასრულდა.
მათი ცნობით, საავტორო გადაწყვეტილებით, სკულპტურაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა მოძრაობისა და ღამის განათების სისტემები, რომელთა მიხედვითაც სკულპტურა ფერადი ეფექტით განათდა.
"ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა განახლებული განათებისა და მოძრაობის სისტემით აგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას. საავტორო გადაწყვეტილებით, სკულპტურაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაციისას, სრულად შეიცვალა მოძრაობისა და ღამის განათების სისტემები, რომელთა მიხედვითაც სკულპტურა ფერადი ეფექტით განათდა. სიყვარულის მოძრავ სკულპტურას, ავტორის - თამარ კვესიტაძის, კომპანია „თკ სტუდიოს“ მიერ ჩაუტარდა რეაბილიტაცია",- აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.