გააგრძელეთ უკრაინისა და მისი თავდაცვის შესაძლებლობების ეფექტური მხარდაჭერა. მკაფიო ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფა, კანდიდატი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და ალიანსში გაწევრიანების მკაფიო ვადა, - განაცხადა 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მხარი დაუჭირეთ ტრანსფორმაციას ჩვენს ქვეყანაში. შექმენით უკრაინის მდგრადობისა და აღდგენის ფონდი. შევქმნათ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე მისი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გამოიყენება იარაღად. ყველა ამ კითხვას პასუხი სჭირდება. სანამ სიჩუმეა, ფრონტზე დუმილი არ იქნება. უკრაინის აღმოსავლეთით. ანუ - ევროპაში. ანუ - მთელ მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს ამას", - თქვა ზელენსკიმ.