19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციას შეუერთდა, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, პრევენციული სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზელენსკის განცხადებით, დასავლეთის სანქციებს აზრი არ ექნება, თუ ისინი რუსეთის შემოჭრის შემდეგ იქნება გამოყენებული.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ კამათი ჰქონდა ერთ-ერთ დასავლელ ლიდერთან, რომელმაც გააფრთხილა იგი შეჭრის შესახებ, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა პრევენციულ სანქციებს.
"ჩვენ გვეუბნებიან, რომ რამდენიმე დღე გაქვთ და ომი დაიწყება. მე ვეუბნები, გასაგებია, რაკი ასეა დღესვე დააწესეთ სანქციები. ისინი მპასუხობენ, რომ ომი თუ იქნება, სანქციებს გამოვიყენებთ. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები თავდასხმის შემდეგ. თუ საზღვრები აღარ გვექნება, ან ჩვენი სახელმწიფოს ახალი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული, რისთვის გვჭირდება ეს სანქციები", - თქვა ზელენსკიმ.