ევროპას შეუძლია გადარჩეს ამ ზამთარში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგოგიგანტი "გაზპრომი" განზრახ ამცირებს გაზის მიწოდებას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეფერხების შემთხვევაშიც კი, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ ამ ზამთრისთვის", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ბრიუსელმა უკვე მოახდინა გაზის მიმწოდებლების დივერსიფიკაცია, რათა მზად იყვნენ იმ შემთხვევისთვის თუ "გაზპრომი" გადაკეტავს თავის ონკანებს".
"ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის ჩანაცვლებას თხევადი ბუნებრივი აირით, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან მთელ მსოფლიოში", - დასძინა მან.
ევროკავშირი, განსაკუთრებით მისი რამდენიმე წევრი ქვეყანა, მაგალითად გერმანია და იტალია, დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.
"ძლიერი ევროკავშირი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ენერგიის მიმწოდებელზე, რომელიც ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყებით იმუქრება", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ "გაზპრომი", რუსული სახელმწიფო კომპანია, შეგნებულად ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად შეავსოს ევროპის საცავები და ნაკლები გაზი მიაწოდოს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპის კავშირი მზად არის რუსული გაზის შეწყვეტისთვის. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა დააჩქაროს მდგრად ენერგორესურსებზე, რათა რუსული გაზისგან სრულად გათავისუფლდეს.
"ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი მიმწოდებლები, ენერგიის წყაროები, გავაორმაგოთ განახლებადი ენერგია, რაც გაზრდის ევროპის სტრატეგიულ დამოუკიდებლობას ენერგეტიკის თვალსაზრისით", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.