ჰაიტიში ქოლერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1344 - მდე გაიზარდა - ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN იუწყება.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი ნიკ ალექსანდერი ამერიკულ ტელეარხ CNN -თან საუბარში აცხადებს, ხალხი არის საშინლად გაღატაკებული, მთ არ გააჩნიათ იმუნიტეტი ქოლერასთან საბრძოლველად. პრობლემას იწვევს მედიცინის მუშაკთა არასათანადო გამოცდილება,რაც ხელს უშლის დაავადებულთა მკურნალობას.
ალექსანდერის თქმით, დაავადების გავრცელების მეზეზი დაბინძურებული წყალი, ანტისანიტარული ადგილები და გაღატაკებული საავადმყოფოები გახდა.
როგორც CNN -ის კორესპონდენტი განმარტავს, ასევე დიდი პრობლემაა ჰაიტიში ექიმების რაოდენობა. მისი განმარტებით, ჰაიტიში დროზე ადრე არ ჩადის ჰუმანიტარული დახმარება.