შპს „საქართველოს მელიორაცია“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 165 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.