,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავასა და ძმის, სერგო ბესელიას საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 ნოემბერს განახლდება.
პროცესზე დაიკითხებიან დაზარალებული ჯაფარიძე და მისი მეუღლე ქობულაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავასა და ძმის, სერგო ბესელიას საქმე გუშინ განიხილა.
პროცესზე, რომელიც 6 საათს გაგრძელდა ძირითადად განიხილებოდა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები.
სასამართლო პროცესზე განხილული იყო მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოთხოვნის შუამდგომლობა; ასევე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა, როგორც სერგო ბესელიას, ისე რატი მილორავას მიმართ, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა, რომელსაც, მხარს არ უჭერდა ბრალდების მხარე.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არც დაცვის მოთხოვნა გამომძიებლების ოქროპირიძის, გოგიტიძის და პროკურორის დავითაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.
ადვოკატების განცხადებით, აღნიშნულ პირთა დაკითხვა იყო მნიშვნელოვანი, რადგან მთელი გამოძიება, რომელიც ფალსიფიცირებულ, გაყალბებულ და კანონის მოთხოვნების დარღვევით მიღებულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, სწორედ, ამ ადამიანების გამომძიებლებისა და პროკურორის მიერაა ჩატარებული, რის შედეგად, სერგო ბესელიასა და რატი მილორავა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.
ერთადერთი შუამდგომლება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა იმ მოწმეების დაკითხვაა, რომლებიც 2009 წლის 19 აგვისტოს უშუალოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში.