დღეს, გამთენიისას, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 მე-8 კილომეტრზე, გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა, - იტყობინება ვანის მუნიციპალიტეტის მერია.
მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის,ვანის სერვის ცენტრის ეკიპაჟები.
ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს შემოვლითი გზებით.
კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით,ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა , რათა არ შეფერხდეს საავტომობილო მიმოსვლა , გზის სრულად აღდგენამდე.
შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სტიქიის განვითარების მიზეზებს და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საატომობილო გზის რეაბილიტაცია.