ლევან ვარშალომიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ქართველ მეფეთა დარბაზის გახსნას დაესწრო. მეფეთა დარბაზის გახსნას აჭარის მთვარობის თავმჯდომარესტა ერთად ბათუმის მერი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ დარბაზში იმ ქართველ მეფეთა ფერწერული ტილოები გამოიფინა, რომლებსაც ისტორიულად გარკვეული წვლილი მიუძღვით სამართლებრივი ძეგლების შექმნაში.
გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და ვახტაგ მეექვსის დაზგურ-მონუმენტური ტილოები საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ბექა ჯანაშიამ შექმნა.