"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, "ქართული პარტიის" დამფუძნებლებმა მას პარტიის თავმჯდომარეობა, პრეზიდენტობა შესთავაზეს.
"ქართული პარტიის" დამფუძნებლებმა შემომთავაზეს, მათი პარტიის თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი ვყოფილიყავი. მათ წინადადებას ვაფასებ, მაგრამ ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვა გვაქვს. გარდა ამისა, უკვე ვარ ერთი პარტიის თავმჯდომარე და მყავს გუნდი, რომელთანაც იდეური თანხვედრა მაქვს", - აცხადებს ბურჯანაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
მისი განმარტებით, მან "ქართულ პარტიას" უარი უთხრა კოალიციის შექმნაზედაც.
"მათ უარი ვუთხარი კოალიციაზედაც. ეჭვი არ მეპარება, ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან უნდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ როდესაც სიტუაციას შორიდან უყურებ, ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს. ვფიქრობ, ბატონმა ირაკლიმ შორიდან კარგად ვერ დაინახა "სახალხო კრების" რეალური ძალა", - დასძენს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.