შპს "საქართველოს მელიორაცია" სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ცივა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 8 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე სამუშაოები თებერვილის ბოლოს დასრულდება.