სოფელ გაჭედილში მეცნიერებმა დაახლოებით 75 მილიონი წლის კირქვული ქანები და დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს
მარტვილის რაიონში, აბაშის წყლის კანიონში, სოფელ გაჭედილში მეცნიერებმა დაახლოებით 75 მილიონი წლის კირქვული ქანები და დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს.
ასევე აღმოჩენილია რამდენიმე ზღვის ცხოველის ხერხემლის ნაწილები. ამჟამად ადგილზე "ილიას" სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ. ისინი იკვლევენ, თუ რა ასაკისაა აღმოჩენილი კვალები.